ექვსი მოკავშირე - კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთი და აშშ შავი ზღვის რეგიონში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალების განთავსებას დათანხმდა, - აღნიშნული განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სრული მზადყოფნაა, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციების, ისე ხელისუფლების მხრიდან.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს, ჩვენ უფრო მეტს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ნატო-ს აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - აღნიშნული განცხადება ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, მაიკლ ფელონმა გააკეთა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში აეროდრომის პროექტირება იწყება, - აღნიშნულ საკითხს მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
ევროკავშირი, საქართველოს, საჯარო მმართველობის რეფორმირებისთვის, 30 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გამოუყოფს, - ხელშეკრულების დეტალებზე საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ხვალ დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებენ.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღევანდელი მთავრობის სხდომა მილოცვით დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა.
დიდმა ბრიტანეთმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ის მომავალ წელს რუმინეთში საბრძოლო თვითმფრინავებს გააგზავნის, შეერთებულმა შტატებმა კი პოლონეთში ჯარების, ტანკების და არტილერიის გადასროლის პირობა დადო. აღნიშნული ნაბიჯები რუსეთის საზღვრებზე ნატო-ს სამხედრო კონტინგენტის გაზრდას ემსახურება, რაც ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მრავალრიცხოვანი სამხედრო ძალების განლაგება იქნება რუსეთის საზღვრებზე. ალიანსის ეს გადაწყვეტილება კი რუსეთის აღმოსავლეთ ევროპაში შეკავებას ისახავს მიზნად.
იტალიაში, პერუჯადან 66 კილომეტრზე 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.