ინდოეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა. ძლიერმა წვიმებმა მდინარე განგის ადიდება გამოიწვია, რის გამოც 200 ათასამდე ადამიანი იძულებული გახდა თავი ჰუმანიტარული ბანაკებისთვის შეეფარებინა.
”ქართულ ოცნებას” აქვს პრობლემები და მრავალი ნაკლი, თუმცა ”ერთი რამ ცხადია - დღეს დამნაშავე ხელისუფლება არ გვყავს" - აღნიშნული განცხადება მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააკეთა.
გერმანიის ვიცე კანცლერმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ევროკავშირის მომავალი შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს თუკი დიდი ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის პროცესს თავს ცუდად გაართმევენ.
ეუთო-ს ანგარიში, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს იმაში რომ რუსეთის პროვოკაციას წამოეგო, სწორია, - აღნიშნული განცხადება "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ექსკლიზიურ ინტერვიუში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა, სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, დენიელ ფრიდმა გააკეთაა.
"მახსოვს იყო საუბარი იმაზე, რომ ამერიკამ, თითქოს 2008 წელს მიხეილ სააკაშვილს საიდუმლო მწვანე შუქი აუნთო. მე პირადად ვიყავი ოთახში, როცა კონდოლიზა რაისმა სააკაშვილს უთხრა, რომ ‘სამხედრო ოპერაციის არჩევანი არ გაქვს და თავი ნუ მოგაქვს ისე, თითქოს ეს გაქვს.’ მას ჩვენგან მკაფიო წითელი შუქი ჰქონდა სამხედრო ოპერაციაზე", - დენიელ ფრიდი.
ბრიუსელში კრიმინოლოგიურ ინსტიტუტთან ბომბი აფეთქდა. ამის შესახებ BBC წერს. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
საქართველოს მიმდინარე წლის 29 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში იგი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.
უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსი ჟურნალისტი ალექსანდრ შეტინინი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 112.ua-ს ცნობით, ცხედარი მისმა მეგობრებმა კონსტანტინოვის ქუჩაზე მდებარე მისი ბინის აივანზე ნახეს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მარიამობის სადღესასწაულო წირვას ამბროლაურში, ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში დაესწრო და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.
საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს სასამართლოს საქმიანობაში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებს. Guardian.ge საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.