"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ჩნდება ეჭვები, რომ გიორგი პაპუაშვილს არ აქვს უმრავლესობა სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად და ამიტომ არ ტარდება პლენუმის სხდომა".
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტს, დევიდ მაკალისტერს შეხვდა.
"მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, უარი თქვას პროდასავლური, პრორუსული ძალების მხარდაჭერაზე და დაიკავოს ეროვნული პოზიცია, - აღნიშნული განცხადება თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
საგარეო უწყების ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი კონგრესმენები პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდებიან.
,,თავისუფალი დემოკრატები“ დავამსხვრევთ პოლიტიკოსების მიმართ დამკვიდრებულ ნიჰილიზმსა და უნდობლობას“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ მე-8 ლეგიონში სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.
იტალიაში ეროვნული გლოვის დღეა. ოთხშაბათს, 24 აგვისტოს, მთიან რეგიონში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ თითქმის 300 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მთელი საქართველო ამაყობს თითოეული თქვენგანით; ჩვენ გვყავს იმდენი ჩემპიონი, რამდენიც გვყავდა ოლიმპიელი, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ ოლიმპიელებს, რომლებსაც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებები კიდევ ერთხელ მიულოცა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ რიოს ოლიმპიადიდან დაბრუნებული ქართველი ოლიმპიელები სასახლეში მიიღეს. საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ ოლიმპიელებს ღირსების ორდენები გადასცა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ ბაზაზე 1 000 სამხედრო პირი და შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის დაახლოებით 200-მდე ერთეული საბრძოლო მზადყოფნის წვრთნებში მონაწილეობს.
მესტიის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე "ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში იქნება. როგორც ჯაფარიძემ Guardian.ge-ს განუცხადა, პროპორციული სიით არჩევნებში მონაწილეობის შემოთავაზება მან პრემიერ მინისტრისგან მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.