ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მდებარე ჩინეთის საელჩოსთან თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც საელჩოს სამმა თანამშრომელმა დაზიანებები მიიღო. BBC-ის ინფორმაციით, სამივე პირი ყირგიზეთის მოქალაქეა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის პოლიტიკაში ჩართვას "განწირულ თამაშად" მიიჩნევს "ქართული ოცნების" დეპუტატი ნუკრი ქანთარია. მან ”იბერიას” ეთერში საუბრისას არ გამორიცხა, რომ სანდრა რულოვსს თვის ბოლოს თავად "ნაციონალებმა" "თავი გაუტეხონ, დააწვინონ საავადმყოფოში და მიიყვანონ საერთაშორისო დამკვირვებლები".
პოლიტიკურმა პლატფორმამ "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები ამომრჩევლებს პაატა ბურჭულაძემ წარუდგინა, მანამდე კი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა, კახაბერ შარტავამ მაჟორიტარობის 17 კანდიდატი წარადგინა. წარდგენილი კანდიდატები არიან:
საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი კონგრესმენები, დანკან ჰანტერი და მარკ სენფორდი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვივნენ.
საქართველოს პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შსს-ს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, გოდერძი თევზაძის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.
უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ აბდუგანიევიჩ კარიმოვი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის შვილი ლოლა კარიმოვა-ტილიაევა ადასტურებს.
თურქეთის არმია და მისი მოკავშირეები სირიაში უფრო ღრმად შევიდნენ და დაიკავეს ტერიტორია, რომელსაც უწინ ქურთების მოკავშირე ძალები აკონტროლებდნენ.
თვითმკვლელის მიერ, სამხრეთ იემენის ქალაქ ადენში, ადგილობრივი მილიციის განყოფილებასთან ბომბის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 45 ადამიანი დაიღუპა, 60 დაიჭრა. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. აღნიშნულ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.
ჩვენ, ევროპელები თქვენს გვერდით ვართ, როცა რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, - აღნიშნული განცხადება გუშინ, თბილისში გამართულ ბრიფინგზე ევროპის სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტმა, ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.