ათეულობით თურქულმა ტანკმა თურქეთ–სირიის საზღვარი გადაკვეთა და სირიის ტერიტორიაზე შევიდა მას შემდეგ, რაც ანკარამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამიზნეებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა, ზოგიერთი სამიზნე კი სამხედრო თვითმფრინავებით დაბომბა.
მთავრობა ქუთაისი-თეთნულდის შემაერთებელი გზის მშენებლობას და ჯვარი-თეთნულდის გზის რეაბილიტაციას გეგმავს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნული გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია კურორტ თეთნულდის განვითარების ახალი ფაზის დაწყების გარკვეული ეტაპია.
ჩრდილო-ატლანიკურ საბჭოს ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს 7-8 სექტემბერს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც ეწვევა, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
თურქეთის სპეციალური ძალების ქვედანაყოფებმა, რომელიც მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიციის სამხედრო თვითმფრინავებით, დღეს, ჩრდილოეთ სირიაში ოპერაცია წამოიწყეს, რათა მიწისაგან პირისა აღგავონ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები თურქეთის საზღვრის გასწვრივ.
მინდა, მადლობა გადავუხადო სუს-ს, ვახტანგ გომელაურს და მთელ მის გუნდს, რომელთაც ძალიან სერიოზული საფრთხე აღკვეთეს, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ამ დროის მონაცემებით საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
7-8 სექტემბერს საქართველოში ჩამოდის ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო, რაც არის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერისა და ქვეყნის მიერ მიღწეული შედეგების აღიარების გამოხატულება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.
მთავრობა „რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების კონტრასიგნაციას განახორციელებს, თუმცა დოკუმენტში ასახულ არგუმენტაციას არ ეთანხმება.
იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ოთხშაბათს დილით, ადგილობრივი დროით 03:36 (თბილისის დროით 05:36) ძლიერი, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დანგრეულია შენობების ნაწილი, რომელშიც ადამიანები არიან მოყოლილი. იტალიის ხელისუფლების ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით 73 ადამიანია გარდაცვლილი.
იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ოთხშაბათს დილით, ადგილობრივი დროით 03:36 (თბილისის დროით 05:36) ძლიერი, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დანგრეულია შენობების ნაწილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.