კრასნოდარში ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით დაჭრილი ცნობილი ქართველი ბიზნესმენი მინდია გულუა, კრასნოდარის საავადმყოფოში მისთვის გადაუდებელი ოპერაციის ჩატარების შემდეგ, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. რუსული მედიის ცნობით მას ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული.
კრასნოდარში ავტომობილის აფეთქების შედეგად ცნობილი კომერსანტი მინდია გულუა დაშავდა. 47 წლის გულუა საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სომხეთის ქალაქ გიუმრიში 7 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის სამხედრო ბაზის ჯარისკაცს, ვალერი პერმიაკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. შესაძლოა, პერმიაკოვმა სასჯელი რუსეთში მოიხადოს. ერევანი და მოსკოვი პატიმრების გაცვლაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ.
საქართველო გვეუბნება: „თქვენთან დაახლოების სურვილი მაქვს“, ჩვენ კი ვპასუხობთ: „დიახ, ამის გაკეთება შეგიძლია“, - აღნიშნული განცხადება ევროკავშირის ელჩა საქართველოში იანოს ჰერმანმა გერმანელი ჟურნალისტისთვის რენე შულცისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირიდან გასვლაზე ხმის მიცემით გამოწვეული შოკის მიუხედავად, ევროზონის ეკონომიკა ჯერ კიდევ მატულობს. ამის შესახებ BBC კვლევაზე დაყრდნობით წერს.
ხაშურმა უნდა დაიბრუნოს ის ლოჯისტიკური, სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც მას ყოველთვის გააჩნდა და ამით განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინოს ქვეყნის ეკონომიკურ აღმასვლაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ხაშურში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.
თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოში რიგგარეშე ანგარიშით, შესაძლოა, მიმდინარე კვირას წარდგეს. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს ხელმძღვანელობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
გერმანულ-ამერიკული კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ხმას გამოკითხულთა 10.5% მისცემდა.
თავდაცვის სამინისტრო "უსუფაშვილი-რესპუბლიკელების” ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატის, თინა ხიდაშელის საარჩევნო შტაბის მიერ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხზე გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
გერმანულმა კომპანიამ, GFK-მ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის დაკვეთით მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები ასე გამოიყურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.