უსეინ ბოლტმა მისი ოლიმპიური კარიერა უპრეცედენტო შედეგით, მე-9 ოქროს მედლის მოპოვებით დაამთავრა, რადგან იამაიკამ რიოში 4x100მ ესტაფეტური რბენის ფინალში გაიმარჯვა.
თავისუფალი სტილით 57 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა „რიო 2016“-ის ფინალში იაპონელ რეი ჰიგუჩისთან გამარჯვება მოიპოვა და ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს დანიშნა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნები წალკის, ჭიათურის, აბაშის, კრწანისის, ისნის, გლდანისა და ზუგდიდის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში ჩატარდება.
საქართველოს პრეზიდენტმა ბოლნისის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა.
ყოველი ჩვენთაგანის მიზანია მოვიპოვოთ ის სულიერი ხელთუქმნელი ნათელი, რომელიც აქვს ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს მცხეთაში, ფერისცვალების დედათა მონასტერში ქადაგებისას.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ საყარაულო განაწესის გეგმური შეცვლისას რიგითი მერაბ ჭაჭიაშვილი გარდაიცვლილი იპოვეს.
ყოფილი პირველი ლედის, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის განცხადებით, ქვეყანაში გაჭირვება და სტაგნაციაა.
"პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი მერაბ მეტრეველი აცხადებს, რომ პარტიაში დარჩენა-არდარჩენის შესახებ გადაწყვეტილებას ორშაბათს მიიღებს.
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი, ზუგდიდში ”ნაციონალური მოძრაობის” სახელით იყრის კენჭს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.