საარჩევნო ბლოკი „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“ პაატა ბურჭულაძეს ბლოკის ჩამოყალიბებას სთავაზობს. საგანგებოდ გაკეთებულ განცხადებებში ბლოკის ლიდერები აცხადებენ, რომ პაატა ბურჭულაძეს აქვს ყველა რესურსი გააერთიანოს მის გარშემო პროდასავლური პოლიტიკური ძალები, რომლის „ძირითადი ხერხემალი“ თავად პაატა ბურჭულაძე, მამუკა კაციტაძის თქმით, „გავლენიანი, წონადი პოლიტიკური ფიგურა“ იქნება.
პროკურატურა 2012 წლის ოქტომბრამდე სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ პროკურატურა მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ბოლო პერიოდში ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” ბრალდებებს პარტიის წევრებზე ზეწოლის შესახებ, არ ადასტურებს. როგორც Guardian.ge-ს უწყებაში განუცხადეს, მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
რიო 2016-ზე, 200 მეტრზე ერთადგილიანი კანოეთი სპრინტში ზაზა ნადირაძე, საკვალიფიკაციო რაუნდის წარმატებით გადალახვისა და ნახევარფინალში გასვლის შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინათ ფინალში გავიდა.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი გონიოში გეგმიური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებისას, სიღრმითი ჩაყვინთვის დროს მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე პრეზიდენტს ესაუბრა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, ვახტანგ კაპანაძესთან ერთად გონიოში ჩავიდა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობასა და გამოძიების დეტალებს გაეცნენ.
ბათუმში "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და ათობით აქტივისტმა დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინათ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიგა ფარტენაძემ 6 მაისის პარკთან გააკეთა.
თურქეთი პირობითად გაათავისუფლებს 38 000 პატიმარს, რომლებიც გასული თვის სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე გასამართლდნენ, რადგანაც მისი ციხეები ახალი პატიმრებითაა გადავსებული. ამის შესახებ BBC წერს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან ერთად, აჭარაში გაემგზავრა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, დაინიშნება თუ არა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს რამდენიმე მუნიციპალიტეტში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები, ამას პრეზიდენტი და პრემიერი გადაწყვეტენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.