პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის 50-მდე წევრმა დატოვა. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა, ზაზა ჭურღულიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ქართული ოცნება" არის საქართველოში ერთადერთი რეალური პოლიტიკური ძალა, ვისაც აქვს რეალური შესაძლებლობა, ეს პრობლემები ეტაპობრივად მოაგვაროს, - განაცხადა ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დმანისსა და წალკაში ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას.
არჩევნებში გამარჯვების მეორე დღიდან დაიწყება შეუქცევადი აღმავლობა ჩვენს ქვეყანაში, რასაც ყველა ოჯახი საკუთარ თავზე იგრძნობს, დღეიდან 4 წლის თავზე, ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა დმანისის მოსახლეობას, რომელსაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი წარუდგინა.
საქართველოს პრემიერი მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დმანისში მოსახლეობას დმანისისა და წალკის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახაბერ ოქრიაშვილი წარუდგინა.
განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, მასწავლებლებს სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარება მომავალშიც მოუწევთ, თუმცა სისტემაში ცვლილებები განხორციელდება.
10 დღის განმავლობაში თბილისში ხეების მოჭრაზე მორატორიუმი გამოცხადდა, - აცხადებს თბილისის მერი დავით ნარმანია.
უზომო სიხარულს ვგრძნობ, კარიერაში უმაღლეს მწვერვალს რომ მივაღწიე და ჩემი ქვეყნის და გულშემატკივრის გახარება შევძელი, - განაცხადა მსოფლიოს და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, რიოს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სრულიად საქართველოს კიდევ ერთი ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვებას ულოცავს.
თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ თურქული ხომალდის მუშაობასთან დაკავშირებით, გონიოში დაკარგული სამხედროების მშობლები საქმის კურსში ჩააყენა.
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გონიოს სანაპიროსთან მყოფ თურქულ ხომალდ Minehunter-ზე იმყოფება. თურქეთის სასაზღვრო ძალების 650 ტონიანი სამძებრო ხომალდი, რომელიც სიღრმეში ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზეა გათვლილი, გონიოს სანაპიროზე 07:00 საათზე შევიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.