პრემიერ-მინისტრის სახით, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას თურქეთის სახელმწიფოსა და თურქი ხალხის მხარდაჭერისთვის, - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
თურქეთში, გასული დღეების წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ სახელმწიფო უწყებებში მასობრივი წმენდა გრძელდება და ამჯერად, განათლების სისტემაში მომუშავე 15 000-სზე მეტი ადამიანი დაითხოვეს სამსახურებიდან. ამის შესახებ BBC წერს.
„ის ადამიანები, ვინც ვანო მერაბიშვილის უფლებები შელახეს, უნდა დაისაჯონ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“.
სირიის ჩრდილოეთით, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ქალაქ მანბიჯში, საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე 56 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ანკარაში ოფიციალური ვიზიტად მყოფ საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს თურქი კოლეგა ბინალი ილდირიმი ოფიციალური ცერემონიით დახვდა.
თურქეთში ოფიციალური ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ისმაილ ქაჰრამანს შეხვდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ იმერეთის ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა შეაფასა. ბაქრაძემ ამას "შევარდნაძის დროინდელ წარსულში" დაბრუნება უწოდა.
აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქი სასულიერო პირის, ფეტჰულა გიულენის თურქეთში ექსტრადირების საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, თუკი თურქული მხარე ფორმალურად მიმართავს ფაშინგტონს აღნიშნულის თაობაზე და წარმოადგენს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში გიულენის რაიმე ფორმით ჩართულობის სამხილებს.
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი დასრულების შემდეგ სახელმწიფო სამსახურებში წმენდის მასშტაბებმა არნახულ რიცხვს მიაღწია. "დოიჩე ველეს" ცნობით, სამსახურებიდან დათხოვნილთა რიცხვმა 20 000–სს მიაღწია, ხოლო დაპატიმრებულთა რაოდენობამ კი 7 543–ს. მათ შორის არიან 6 000–სზე მეტი ჯარისკაცი, პოლიციის 100 ოფიცერი, 755 მოსამართლე და პროკურორი და 650 სამოქალაქო პირი.
სლოვენიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა სლოვენიის პრემიერ მინისტრთან, მიტო ცერართან გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.