"ვერც ერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, თუ იქ სიკვდილით დასჯა იმოქმედებს“, - აღნიშნული განცხადება ევროკომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ გააკეთა.
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალმა-ატაში მომხდარ თავდასხმაში მონაწილე ორივე პირი დაკავებულია.
სლოვენიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბორუტ პაჰორს პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა შეხვედრა, დელეგაციებთან ერთად, გაფართოებულ ფორმატში გამართეს.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოსტიდან ჩამოგდების მცდელობის უმაღლესი კულმინაციისას, აჯანყებულების F-16 –ის მებრძოლი თვითმფრინავების მფრინავებს ერდოღანის თვითმფრინავი მიზანში ჰქონდათ ამოღებული. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.
ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაკარგული საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილთა შორის აღმოჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას საფრანგეთში საქართველოს ელჩი, ეკატერინე სირაძე-დელონე ადასტურებს.
სლოვენიის რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრ,ეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის და პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლიუბლიანაში კონგრესის მოედანზე გაიმართა.
საღამოს 8 საათზე ქუთაისში "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" იმერეთის ოლქების მაჟორიტარი კანდიდატების პრემიერ მინისტრის მიერ წარდგენამდე იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე კანდიდატების უმრავლესობის ვინაობას ასახელებს.
თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებით, დაახლოებით 8 000 ოფიცერია პოლიციის რიგებიდან დათხოვნილი, მიზეზი კი მათი წარუმატებელ სამხედრო გადატრიალებასთან კავშირია. ამის შესახებ BBC წერს.
ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების საკითხებში, იოჰანეს ჰანი თურქეთში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი განცხადებით, "ისე ჩანს, თითქოს რაღაცა წინასწარ იყო გამზადებული". აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
4 ადამიანია მოკლული ალმა–ატას ცენტრში უცნობი პირების მიერ პოლიციის განყოფილებასა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ადგილობრივ დეპარტამენტზე თავდასხმისას. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" წერს. ქალაქში ამჟამად ტერორისტული საფრთხის "წითელი", ყველაზე მაღალი რეჟიმი მოქმედებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.