მომავალი წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა დიდი ბრიტანეთის ნაცვლად ესტონეთი გახდება.
პოლიციამ სომხეთის დედაქალაქ ერევანში პოლიციის შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტები დაარბია. ამის შესახებ "სომხეთის სპუტნიკი" იუწყება.
198 დევნილ ოჯახს, თბილისში, ქუთაისში, ხონსა და ლაგოდეხში, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა, - განკარგულებას საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
თურქეთის პრეზიდენტმა პარასკევის სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ბერლინში გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე ოფიციალურ მოლაპარაკებებს 2016 წელს არ გამართავს. ამის შესახებ BBC იუწყება.
საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრის იგორ გიორგაძის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა შეწყდა. როგორც მან ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში განაცხადა, იგი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც სრულად გთავაზობთ.
გერმანია მზად უნდა იყოს შემდგომი თავდასხმებისთვის, რომელსაც მცირე ჯგუფები და რადიკალიზებული "მარტოხელა მგლები" განახორციელებენ, - აღნიშნული განცხადება BBC-ის ცნობით, გერმანიის შს მინისტრმა, თომას დე მაიზირმა გააკეთა.
პოლიციის განცხადებით, მას ბრიუსელში ალყაში ჰყავს მოქცეული მამაკაცი, რომელიც საეჭვოდ იქცეოდა და ეცვა ზამთრის ქურთუკი, საიდანაც წამოშვერილი მავთულები ჩანდა.
თურქეთმა 99 გენერალსა და ადმირალს გასული კვირის სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჩვენ რეფორმებს გავაგრძელებთ იმისთვის, რომ თითოეულ ოჯახში მივიდეს სიკეთე, სიმშვიდე და შესაძლებლობა იმის, რომ არ იფიქროს ელემენტარულ რაღაცეებზე, როგორც ეს სამწუხაროდ, დღეს ჯერ კიდევ არის, - გიორგი კვირიკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.