თურქეთის ხელისუფლებამ პატიმრობაში აიყვანა ორი მფრინავი, რომელთაც გასული წლის ნოემბერში სირიის საზღვართან რუსული ბომბდამშენი "Су-24" ჩამოაგდეს, ამის შესახებ სააგენტო "ბლუმბერგი" თურქეთის მაღალი რანგის ჩინოვნიკზე დაყრდნობით იუწყება.
საქართველოს პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ანკარის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დელეგაციას თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი აჰმეთ არსლანი დახვდა.
საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრების შემდეგ, ლუბლიანაში, პრეზიდენტის სასახლეში პრესისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, მილან ბრგლეზს შეხვდა.
მოზარდმა ავღანელმა ლტოლვილმა, რომელიც შეიარაღებული იყო ნაჯახით და დანით, გერმანიის სამხრეთით მატარებელში 4 ადამიანს დაზიანებები მიაყენა, სანამ პოლიცია მას ცეცხლსასროლი იარაღით ადგილზევე მოკლავდა. ამის შესახებ BBC იუწყება.
თურქეთის დასავლელმა მოკავშირეებმა გამოხატეს წუხილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და დაჟინებით მოუწოდეს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უპასუხოს სამხედრო გადატრიალების მცდელობას აწონილ-დაწონილი გზით. ამის შესახებ BBC წერს.
თურქეთის საჰაერო ძალების ყოფილმა მეთაურმა აღიარა, რომ გასულ კვირას სამხედრო გადატრიალებას გეგმავდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანა ევროპული, ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე დგას.
ავსტრალიის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, კევინ რუდმა განაცხადა, რომ მას სურს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე ბან კი მუნი შეცვალოს. მან ქვეყნის მთავრობას დედაქალაქ კანბერაში სთხოვა მხარი დაუჭიროს აღნიშნულ პოსტზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.