რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი არჩევნების ჩატარების ვადებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხუთთვიანი წინასაარჩევნო კამპანია ძალიან სერიოზულ პრობლემებს შექმნის. მინისტრი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული საკითხი მოლაპარაკებებით მოგვარდება.
მოსამართლეთა შესარჩევი ტესტების შესაძლო გამჟღავნების საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე დაიკითხა.
ნადეჟდა სავჩენკო სამშობლოში, შესაძლოა, უახლოეს კვირებში დაბრუნდეს, - უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნული განცხადება პეტრო პოროშენკომ გააკეთა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში დაუყოვნებლივ ჩამოსვლის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ვფიქრობ, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობა ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილი იყო, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში. მიუხედავად ამისა, სერგეენკო თვლის, რომ ”ქართულ ოცნებას” ყველაზე მაღალი შანსი აქვს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს.
ხშირად ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს უწერენ, ამასთან წამალი ძალიან ძვირია, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მან ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად ”მედიკამენტების სიძვირე" დაასახელა.
ველოდებით, რომ ევროპარლამენტი მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს აშშ-ში.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 25-29 აპრილს სამუშაო ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის წევრებთან.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ყაზანის ევროპის ჩეპმიონატის ფინალში რუსეთს დაუპირისპირდა. პირველი ტატამზე ვაჟა მარგველაშვილი გავიდა (66). ქართველმა სპორტსმენმა თავიდან მეტოქეს ვაზარი მისცა, შემდეგ კი მთელი შეხვედრა ცდილობდა სიტუაციის შეცვლას, თუმცა ბოლოს რუსმა იპონზე დააგდო - 0:1 რუსეთის სასარგებლოდ.
თურქეთმა სამიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით, შეთანხმების ფარგლებში, ყველა აუცილებელი პირობა შეასრულა და ელოდება, რომ ევროკავშირი, თავის მხრივ, გადადგამს ნაბიჯებს თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად. ეს განცხადება თურქეთის პრემიერმინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.