შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ ლიბიის ლიდერის მოამარ კადაფის ჩამოგდების შედეგებისთვის მოუმზადებლობა და შემდგომი წარუმატებელი პერიოდი მისი პრეზიდენტობის ყველაზე დიდი შეცდომა იყო, თუმცა ამის მიუხედავად ლიბიაში ინტერვენცია "მართებულად გადადგმული ნაბიჯი" იყო.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი, შესაძლოა, ოდესის გუბერნატორმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიკავოს.
საქართველოს მოქალაქეების მხრიდან რუსეთის ვიზებზე მოთხოვნის გაზრდის გამო, მოსკოვი შვეიცარიას სთხოვს გაზარდოს რუსეთის საკონსულოს თანამშრომელთა რაოდენობა თბილისში.
ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ყიფშიძის ადვოკატებმა, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
“ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალით; ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, რომლის მთავრობის მთავარი პრიორიტეტია მდგრადი გრძელვადიანი განვითარება და ინკლუზიური ზრდა,”- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დუბაის მეექვსე ყოველწლიური საინვესტიციო შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ზურაბ გამეზარდაშვილის ცოლის ძმა, ლაშა შავკაციშვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
"ჩვენი ანალიზი იმას აჩვენებს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ის პრიორიტეტი, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობა უჭერს მხარს" - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით.
დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომელიც გარანტირებულად სამართლიან, ღია, პატიოსან საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩატარდება, ჩვენი პარტნიორებისგან და მოკავშირეებისგან მხარდაჭერის მკაფიო სიტყვებს მოვისმენთ, - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გააკეთა.
NDI-ის კვლევის თანახმად, უმცირესობათა დასახლებებში გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე კარგად რუსეთი უზრუნველყოფს.
საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, სატრანზიტო პოტენციალზე და ბიზნესის სიმარტივის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე საუბრით დაიწყო სიტყვით გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის პლენარულ სესიაზე - „Global Leaders Debate.“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.