სერგო რატიანი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრემიერიცა და პრეზიდენტიც გაუგებრობაში არიან.
მთიან ყარაბაღში დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კვლავ დაადანაშაულეს. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობის განცხადებით, შეხების ხაზის სიახლოვეს ერთი სამხედრო დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. სტეპანაკერტის ცნობით, ხაზის პერიმეტრზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 2 000-ზე მეტი გასროლა განახორციელეს და ნაღმტყორცნები გამოიყენეს.
„მე მგონი არავისთვის არ უნდა იწვვევდეს კითხვის ნიშანს რატომ 8 ოქტომბერი, ამაზეც ვიმსჯელეთ იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტურები," განაცხადა პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნების თარიღი არ შეიცვლება.
არჩევნების თარიღი არ შეიცვლება, - აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულება, რომელიც არჩევნების დღედ 8 ოქტომბერს განსაზღვრავს და რომელიც კონტრასიგნაციის მიზნით პრემიერ მინისტრთან არის გადაგზავნილი, შესაძლოა უკან იყოს გაწვეული.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. პანამის დოკუმენტებს რუსი ხალხის „ერთიანობის შერყევის მცდელობა“ უწოდა.
ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 12 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის განმარტებას ეხმაურება. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დიდი ხანია უნდა იცოდეს, რომ მისი გამოსვლა რიგითი მოქალაქეების განცხადებებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და აქვს სხვა პასუხისმგებლობა - აცხადებს მაჭავარიანი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ლიტურგიას დაესწრო. პრემიერმა მოსახლეობას ხარების დღესასწაული მიულოცა.
მიხეილ ჯანელიძემ ვილნიუსში, ლიტველ კოლეგასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ „ევროპა დღეს გამოწვევების წინაშეა, თუმცა ამ გამოწვევების დაძლევის საუკეთესო გზა მეტი ერთიანობა, მეტი ინტეგრაცია და გაფართოებაა".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.