ახალი ამბები, რომელსაც ყარაბაღიდან ვიღებთ, იმედის მომცემია, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სიღნაღის საკრებულოს წევრები გიორგი მათეშვილი და იოსებ ბეგიაშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ბესიკ ბალარჯიშვილი დააკავა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ეხმაურება.
იმ ფონზე, როცა ჩანს რომ ფედერალურმა რეზერვმა მთელი გაზაფხულის პერიოდში კარი ჩაუკეტა საპროცენტო განაკვეთის ზრდას და დატოვა დოლარი ინფლაციის ზრდის პირისპირ, სავალუტო ბაზრის სტრატეგისტები მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში შეერთებული შტატების დოლარის უდიდეს შესუსტებას წინასწარმეტყველებენ. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გიორგი მარგველაშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
შეერთებული შტატების რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა თედ კრუზმა უისკონსინის პრაიმერში გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა და მოწინავე პოზიციაზე მყოფ დონალდ ტრამპის ერთპიროვნულ კანდიდატობას დარტყმა მიაყენა. დემოკრატების შეჯიბრში კი შუა დასავლეთ შტატში ბერნი სანდერსმა ჰილარი ქლინთონზე შთამბეჭდავად გაიმარჯვა. ამის შესახებ BBC წერს.
ისლანდიის პრემიერ-მინისტრი სიგმუნდურ გუნლაუგსონი გადადგა, პირველი მსხვერპლი ე.წ. პანამის ჩანაწერების. BBC -ს ცნობით, პრემიერ მინისტრის პოსტს სოფლის მეურნეობის მინისტრი დაიკავებს.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინათ გააკეთა.
ცოტა ხნის წინათ თბილისში რუსული სატვირთო მანქანები გამოჩნდნენ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაჩერებულ რუსულნომრიან ავტომანაქანებში მძღოლები არ იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.
„ნამდვილად არ ველოდებით უახლოეს პერიოდში რომელიმე „რესპუბლიკელი“ მინისტრის ბედის რამენაირად გადაწყვეტას. თუმცა, ცხოვრება რთულია და შეიძლება თქვან რამე ისეთი, რაც მე არ ვიცი,“ - აღნიშნული განცხადება „რესპუბლიკელმა“ ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.