სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს და მართლმადიდებელ სამყაროს მიულოცა.
"არჩევნების თარიღი იმიტომ დავასახელე ასე ადრე, რომ მინდა ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ და დაგეგმონ საარჩევნო კამპანია ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა”- აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას დადებითად და პროდუქტიულად აფასებს, მისივე განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის მიერ დაანონსებული ყველა რეფორმა ამ წუთში უკვე მიმდინარეობს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი, ზურაბ სოტკილავა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი სომხეთსა და აზერბაიჯანში მიემგზავრება. როგორც ცნობილია, აღნიშნულ ქვეყნებში პრემიერის ჩასვლა რეგიონში ვითარების გამწვავების გამო დაიგეგმა.
რუსეთმა საქართველოში უკრაინული საკონდიტრო ნაწარმი არ გაატარა. განაცხადა ასოციაცია „უკრკონდპრომ“-ის პრეზიდენტმა ალექსანდრ ბალდინუკმა.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო რუსული კომპანია ”გაზპრომისგან” მიღებულ დოკუმენტს მთავრობაზე დასამტკიცებლად წარადგენს.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.
ისლანდიის მმართველმა კოალიციამ ქვეყნის ახალ პრემიერ მინისტრად ზიგურდურ ინგი იოჰანსონი დაასახელა, საპარლამენტო არჩევნები კი ადრეულ შემოდგომაზე ჩატარდება. ამის შესახებ BBC წერს.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს Uefa-ს ოფისები შვეიცარიის პოლიციამ გაჩხრიკა. ამის შესახებ BBC წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.