საქართველო ევროპაა და ჩვენ ვცდილობთ ავაშენოთ ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ბერლინში სახელმწიფო მართვის სკოლაში - Hertie school of Governance, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

ტყიბულში გაფიცული მეშახტეები წუხელ შახტის ადმინისტრაციის ეზოში შეიჭრნენ და ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. დაახლოებით ერთ საათში კი გაფიცულმა მაღაროელებმა "საქნახშირი ჯი-აი-ჯის" ადმინისტრაციის შენობა დატოვეს. ვითარების განმუხტვა სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ მოხერხდა.

სრულად...

სულ მცირე 180 კენიელი ჯარისკაცი იქნა მოკლული სომალის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე ალ-შაბაბის მიერ განხორციელებული თავდასხმისას გასულ თვეს, - ამის შესახებ სომალის პრეზიდენტმა ჰასან შეიხ მუჰამედმა სომალის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

სრულად...

საქართველოს სოლიდარობის ფონდმა, დაფუძნებიდან დღემდე, 215 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობა 7,9 მილიონი ლარით დააფინანსა, - საქმიანობის ანგარიში და 2016 წლის პრიორიტეტები ფონდის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯაშმა წარადგინა.

სრულად...

ნატო-ს წევრები ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მიგრაციული კრიზისის დაძლევის საქმეში ევროკავშირისთვის დახმარების გაწევის პირობებზე შეთანხმდნენ - ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ეს განცხადება ალიანსის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

სრულად...

"დაიწყო საარჩევნო წელი და ჩვენ დიდი ხანია ვაპირებდით, გვემსჯელა ჩვენს წევრებთან ერთად, თუ სად უნდა იყოს „ეროვნული ფორუმი“ - განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელმა, ანი მიროტაძემ პორტალ "კვირას" პრეს-კლუბში გააკეთა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 1921 წლის 25 თებერვალს კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სრულად...

მზად ვარ ვიყო ერთი ჩვეულებრივი ჯარისკაცი რეფორმის ფარგლებში, – ამის შესახებ ანა დოლიძემ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისი კანდიდატურის უზენაეს სასამართლოს წევრად წარდგენის შემდეგ განაცხადა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად ანა დოლიძე  წარადგინა. 

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტის რეზიდენციაში 27 თებერვალს სხდომას გამართავს. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი