სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა არალეგალური ქმედებაა და ამაზე რეაგირებას ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა.
"სახალხო დამცველის პოზიცია არის სახალხო დამცველის პოზიცია, რომელიც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მაგრამ, მე აღარ მახსოვს ეს უკვე მერამდენე მოწოდებაა, რომ უფრო ღრმად და დეტალურად ჩაიხედოს პროცესებში" - დავით სერგეენკო.
"საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პროცესები წინ მიდის" - განცხადება ამის შესახებ სქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა გააკეთა.
"ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს" - განცხადება ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგნლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა გააკეთა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები დღეს მოგვიანებით შეხვედრას გამართავენ და საიმიგრაციო პოლიტიკის კრიზისთან დაკავშირებით იმსჯელებენ. ამის შესახებ BBC წერს.
სანამ არ იქნება შეთანხმება, "გაზპრომთან" შეხვედრები იქამდე გაგრძელდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა განუცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საბჭოთა ოკუპაციის დღის ტრაგიკულ თარიღს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ქართველი პატრიოტების თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაუვლია და დღეს საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა.
ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას წინ და საერთაშორისო სტანდარტების მორიგი არჩევნები უნდა ჩაატაროს, - ამის შესახებ ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი გაზეთ "რეზონანთან" ინტერვიუში აცხადებს.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველო მაშინ გახდება ნატოს წევრი, როდესაც თავად ნატო იქნება მზად ამისთვის. ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში ისაუბრა.
ტყიბული მთის შესახებ ახალ კანონს არ ექვემდებარება, რადგან ზღვის დონიდან 800 მეტრზე დაბლა მდებარეობს, აღნიშნული განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და დაამატა, რომ ამის მიუხედავად სახელმწიფოს რისი შესაძლებლობაც ექნება მათ დასახმარებლად, უნდა დაეხმაროს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.