ალექსი პეტრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში პარტიის ლიდერებმა მოინახულეს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში განუცხადა, ალექსი პეტრიაშვილის მდგომარეობა არის სტაბილური.
სააგენტო "როიტერსის" ინფორმაციით, თვითმკვლელმა-ტერორისტმა თავი პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს მდებარე პროვინცია კუნარში, პროვინციის გუბერნატორის სახლთან აიფეთქა.
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საბურთალოს სასაფლაოზე მომხდარი ფაქტი გაიხსნება. ამის შესახებ მღებრიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი-2"-თან საუბრისას განაცხადა.
ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა რეგიონის ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომაზე უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი დარბაზიდან გააძევა.
ჩვენ უნდა გავაერთიანოთ საზოგადოება პოზიტიური მიზნების გარშემო, დავძლიოთ პოლარიზაცია და მივაღწიოთ კონსენსუსს საზოგადოებაში და ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებს შორის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ანა დოლიძის პროფესიულ კვალიფიკაციასთან, პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან მიმართებაში კითხვის ნიშნები არ არსებობს, ამას თითიდან გამოწოვილი შავი პიარი ადასტურებს, - განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.
ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით, თვითმხილველი აცხადებს, რომ დაინახა როგორ სცემდნენ პეტრიაშვილს ჯოხით. თვითმხილველი ქალი, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ ცხოვრობს და სწორედ მან დარეკა 112-ში და შეატყობინა სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, მომხდარი მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოიძიოს.
„სანამ ჩვენ არ გვეცოდინება, მოტივაცია რა იყო პეტრიაშვილის დაჭრისა, მანამდე თქმა რომ რაღაცა საშინელება მოხდა, არ შეიძლება. ეს იმ დონის საშინელებაა, მაგალითად, რომ ვთქვათ ვინმე გივი გივიშვილი დაეწრათ ქუჩაში“ - ვახტანგ ხმალაძე.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ავთანდილ იმედაძის განცხადებით, ალექსი პეტრიაშვილს მიყენებული აქვს 3 ცეცხლსასროლი ჭრილობა და თავზე ნაფლეთი ჭრილობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.