"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის მეუღლის, ეკა მიშველაძის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილს მრავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს. როგორც ეკა მიშველაძემ განაცხადა, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტი სასაფლაოზე მოხდა. "სასაფლაოზე მოხდა. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია. ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მრავალი", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ანა დოლიძე "რუსთავი-2"-თან საუბარში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
"რესპუბლიკელების" წარმომადგენელი, დავით ბერძენიშვილი პროკურატურის მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არჩევნების გაყალბების თაობაზე გამოძიების დაწყებას ეხმაურება.
ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთო-ს ჩართულობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელ გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრისას განაცხადა.
„თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2016 წელს 7 დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. მოხდება მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზებისა და წყალგაყვანილობის რეაბილიტაცია“ - ამის შესახებ guardian.ge-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, თეიმურაზ ჯაფარიძემ განუცხადა.
ტყიბულში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარები საპარლამენტო უმრავლესობაშიც გაკეთდა. მმართველი გუნდში არ გამორიცხავენ, რომ ვითარების დაძაბვით დაინტერესებული იყოს გარკვეული ჯგუფი და მათ შორის პოლიტიკური პირებიც.
დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში 28 ავტომანქანის მფლობელებს დილით საბურავები დაჭრილი დახვდათ. "რუსთავი 2" -ის ინფორმაციით, დაზიანებულია მე-14-ე, მე-15-ე და მე-16-ე კორპუსებში მცხოვრებთა ავტომანქანები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ოჯახური დანაშაულისათვის ბრალდებული დ.ხ.-ს მიმართ და მას სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში, რენო სალენსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების ძირითად საკითხებს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.