"ქართული ოცნების" ოფისში პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი არ ესწრება, რადგანაც როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ფრაქციის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა, მათ ამჯერად ყოფილი პრემიერ მინისტრისთვის ასეთი თხოვნით არ მიუმართავთ.
ის ადამიანები, რომლებიც მამას განუდგნენ, ისევ დაბრუნდებიან მამასთან და მამა სიყვარულით მიიღებს მათ, - ამის თაობაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე სამებაში, საკვირაო ქადაგებისას, უძღები შვილის შესახებ იგავის გახსენებისას ბრძანა.
მიხეილ ჯანელიძე მიესალმება ესპანეთის სამეფოს მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით, რომლისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია თბილისში საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვლინებით.
ავსტრიის ქალას გიოტცში მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციის (UWW) ეგიდით გაიმართა ავსტრიის რიგით მე-6 ღია პირველობა ახალგაზრდებს შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სადაც 14 ქვეყნის ნაკრებმა პირველი შემადგენლობით მიიღო მონაწილეობა.
ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ევროკავშირში ვიზების გაუქმების შესახებ პოზიტიური გადაწყვეტილება მალე იქნება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრ ხოსე მანუელ გარსია-მარგაიოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია პარიზში სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენას (CIA) ესწრება.
28-29 თებერვალს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდება.
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დღეს, პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს პარტიის ცენტრალურ ოფისში14:00 საათზე შეხვდებიან.
ირანში ზომიერები და რეფორმატორები, მათ შორის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი, პარასკევს გამართული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არჩევნების შედეგების პირველადი მონაცემებით, კონსერვატორებს უსწრებენ.
ჰილარი ქლინთონმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ბერნი სანდერსზე სამხრეთ კაროლაინას პრაიმერში. ქლინთონის გამარჯვება ძალზე მოსალოდნელი იყო, მაგრამ 11 შტატში გასამართი „სუპერ სამშაბათის“ პრაიმერების წინ ეს მისთვის მეტი იმპულსის მიმცემია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.