პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის საკითხის შეფასებისას დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას 3 თებერვლის პლენარულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვს, მაგრამ არა ვალდებულება.
პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ გამოსვლას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემაზე უნდა დასრულდეს.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოს სჭირდება თანმიმდევრული ძალისხმევა, რომ თავისი პრიორიტეტები დროულად შეასრულოს.
საქართველოს პრეზიდენტი მზადაა, პარლამენტში გამოსვლის ფარგლებში ნებისმიერ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილმა მართლმსაჯულების სახლში მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ლევან მურუსიძე დაინიშნა 38 ღირსეულ მოსამართლესთან ერთად.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ მურუსიძემ გაუშვა გირგვლიანის მკვლელები, არ შეესაბამება სინამდვილეს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნულმა, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
22-27 იანვარს ჟენევაში (შამბეზში), მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ წმინდა და დიდ კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ექნება საერთო მართლმადიდებლური აღიარება (ავტორიტეტი) და არა საყოველთაო სავალდებულო ხასიათი.
ჩვენ ვაშენებთ ტრადიციულ და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განაცხადა.
"მაქსიმალურად ვცდილობთ მთავრობის პოლიტიკა გამოხატავდეს ხალხის ნებასა და ინტერესებს" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განაცხადა.
საერთაშორისო ფორუმი "საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.