ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0249 პუნქტით გაუფასურდა.
ევროპარლამენტმა საქართველოში კონკრეტული საქმეების განხილვის მიზნით, შესაძლოა, ექსპერტთა მისია გამოგზავნოს. ამის შესახებ მზადყოფნას ევროპარლამენტი იმ რეზოლუციაში აცხადებს, რომელიც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან დაკავშირებით გუშინ მიიღო.
ენერგეტიკის მინისტრის თქმით, რუსეთს რეალურად აქვს იმის შესაძლებლობა, სომხეთი ბუნებრივი აირით ირანიდან მოამარაგოს.
საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს ენერგიის უსაფრთხო და ხელსაყრელი მიწოდება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა განაცხადა.
ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, "გაზპრომის" წარმომადგენლებთან ავსტრიაში გამართულ შეხვედრაზე საერთო შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.
ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე, ვაშინგტონსა და შუა ატლანტიკის რეგიონში მოსალოდნელი რეკორდულად უხვი თოვლისა და ქარბუქის გამო 50 მილიონზე მეტი ადამიანი გააფრთხილეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა შოუს დადგმა მისი პარლამენტში მისვლით, თუმცა, ის თანახმაა ამ შოუში მიიღოს მონაწილეობა.
დავით ბაქრაძის აზრით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მომზადებულ რეზოლუციაში პროკურატურასთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერი "გარკვეულ უზუსტობას შეიცავს, ან რეფორმის განხორციელებამდე პერიოდს უკავშირდება".
ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო მის დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურებრივ ავტომობილს რესპუბლიკურ საავადმყოფოს გამოძახებებისათვის უახლოეს საათებში გადასცემს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.