ლევან მურუსიძე რომელიც დღეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს, პრეზიდენტს სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მურუსიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი ხელისუფლება, რომელიც თავად იღებს გადაწყვეტილებას.
“სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად საქართველოში ბრძოლა გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან” - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა
გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილს დაამტკიცებს და ის ეფექტურად და წარმატებით გაართმევს თავს ურთულეს ამოცანებს.
„ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნის მიუღებლობა ყალიბდებოდა იმ საქმეებიდან გამომდინარე, რომლებმაც გააერთიანა ქართული საზოგადოება და რომლებიც გამაოგნებელი იყო სტრასბურგისთვის.
მე მუდამ ვგრძნობდი უფლის სიახლოვეს, რომელსაც ეჭირა ჩემი ხელი და მატარებდა უფლის გზებზე, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ მინისტრის ახალი კანდიდატურა დასამტკიცებლად პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. ამის შესახებ მარგველაშვილმა ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად წარდგენილ გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო უმრავლესობა სრულ ნდობას უცხადებს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე ცვლილებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ კვირიკაშვილმა განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
საპარლამენტო უმრავლესობაზე პრემიერ მინისტრის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის წარდგენის შემდეგ, პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მან წასვლის დრო სწორად შეარჩია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების 38-ე წლისთავთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას, რომელიც წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიმდინარეობს, ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად შეუერთდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.