„სკამი მუდმივი არ არის, თუმცა, ამ შემთხვევაში ყველაფერი ქვეყნის ახალ პრემიერზეა დამოკიდებული“ - ამის შესახებ guardian.ge-სთან საუბარში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ გუბერნიებში განსახორციელებელ შესაძლო საკადრო ცვლილებებზე კომენტირებისას განაცხადა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 238 მსჯავრდებული შეიწყალა, - ამის შესახებ შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სრულად...

მიუხედავად იმისა, მართლა გული გვისკდება ყველას ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების გამო, დარწმუნებული ვარ, რომ ის ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე გააკეთა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გიორგი კვირიკაშვილი უკვე წარადგინეს.

სრულად...

"დავით ნარმანია არის არჩეული მერი, უშველებელი პასუხისმგებლობით, უშველებელი გაკეთებული საქმეებით", ასე უპასუხა ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკიმ თბილისის მერის, დავით ნარმანიას თანამდებობიდა შესაძლო წასვლაზე დასმულ შეკითხვას.

სრულად...

ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა, რომელიც სხდომას ესწრებოდა. მისი თქმით, მურუსიძემ 11-დან 10 ხმა მიიღო. ნაცვლიშვილის განმარტებით, ორი წევრი კენჭისყრას არ ესწრებოდა, ლევან მურუსიძემ კი არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო.

სრულად...

პარლამენტში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი წარადგინეს. უმრავლესობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და დავით უსუფაშვილი ერთად მივიდნენ.

სრულად...

25 დეკემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. ამასთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიმდინარეობს.

სრულად...

თავის საშობაო ქადაგებაში რომის პაპმა ფრანცისკმა მსოფლიოს რომაული ეკლესიის 1.2 მილიარდი კათოლიკე გააფრთხილა, ნუ იქნებიან "მოწამლულნი" ქონების მოყვარულობით. მან იმ მსოფლიოში, რომელიც "მომხმარებლობით და ჰედონიზმით, სიმდიდრით და მფლანგველობით არის მოცული", მორწმუნეებს მეტი ზომიერებისკენ მოუწოდა.

სრულად...

პრემიერ მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდება, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ მეორე არხზე, გადაცემა "არგუმენტების დროში" განაცხადა.

სრულად...

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის წევრის, ლევან თარხნიშვილის მიერ გუშინ ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე გაჟღერებულ თემებს, რომელთაგან ერთ-ერთი, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს შპს "კრისტალთან" 743 ათას ლარზე გაფორმებულ ხელშეკრულებას შეეხებოდა, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რევაზ ბენიძე ეხმაურება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი