2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ საქართველოს პროკურატურიდან დათხოვნილია 280 პროკურორ-გამომძიებელი, – ეს განცხადება მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “პოლიტიკაში” გააკეთა.
პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე guardian.ge-სთან საუბარში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს აფასებს. ლაგაზიძის განცხადებით, "ენმ", სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და შიდაპოლიტიკური, სააკაშვილ-ადეიშვილისა და ბოკერია-უგულავა-გაბაშვილის დაპირისპირების ფონზე, თანდათან სუსტდება.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა.
ევროპარლამენტმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც 31 პარლამენტარი აწერს ხელს. ევროპარლამენტარები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს, ევროკომისიის თავმჯდომარეს ჟან კლოდ იუნკერს და ევროკომისარს საგარეო საქმეთა საკითხებში ფედერიკა მოგერინის მიმართავენ და საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვენ.
ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა. ქვეყნის პირველი პირის ბრძანებულებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ქედის მუნიციპალიტეტში, თოვლის საფარმა ადმინისტრაციულ ცენტრში 50 სმ-ს, ხოლო სოფლებში ერთ მეტრს მიაღწია. დიდთოვლობის გამო, სასწავლო პროცესია შეწყვეტილი. როგორც ქედის გამგებელმა, დავით დუმბაძემ guardian.ge-ს განუცხადა, სასწავლო პროცესი შეჩერებულია 8 საჯარო სკოლასა და 10 საბავშვო ბაღში.
ქედაში ორი ადამიანი თოვლში ჩარჩა და ამ დრომდე გამოსვლას ვერ ახერხებს. როგორც ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით დუმბაძემ guardian.ge-სთან საუბარში აღნიშნა, თოვლში ჩარჩენილი ადამიანების გამოსაყვანად უკვე გაიგზავნა სპეციალური ჯგუფი და ტექნიკა.
თავდაცვის მინისტრი უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება. ამის შესახებ განცხადება თავად თინათინ ხიდაშელმა გააკეთა და აღნიშნა, რომ საბჭოს სხდომას ასევე დაესწრება გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ვახტანგ კაპანაძეც.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ლიდერად დაბრუნების ალბათობა არ არსებობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.