ვირჯინიის შტატში პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს ორი ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ BBC იტყობინება. დაღუპულები არიან ტელეკომპანია WDBJ7-ის ჟურნალისტი, 24 წლის ელისონ პარკერი და ოპერატორი, 27 წლის ადამ უარდი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ხვალ, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გამყარდა. ერთი დოლარის ახალი ფასი 2.3771 ლარია.
ბათუმში, "ალი და ნინოს" სკულპტურა გადატანის დროს დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, დამსხვრეულია ნინოს სკულპტურა. არსებული ინფორმაციით, ბათუმის მერიამ ძეგლის უსაფრთხო დემონტაჟისთვის მრავალათასიანი ტენდერი ჩაატარა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მსოფლიოში ნავთობზე ფასი მცირდება. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდის განმავლობაში მსოფლიოში ფიქსირდება ნავთობის ფასის კლების ტენდეციები და სადღეისოდ ნავთობის ფასი 2009 წლის თებერვლის თვის მინიმუმ მაჩვენებლამდეა დაცემული.
წელს უმაღლეს სასწავლებლებში პირველ კურსზე 28 053 სტუდენტი ისწავლის, მათ შორის, 10 ათასამდე სახელმწიფოს ფინანსებით. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს საკუთარ ვებ-გვერდზე ეროვნული გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.
ირლანდიაში, დუბლინის საერთაშორისო აეროპორტში გაჩენილი ხანძრის გამო ყველა რეისი გადადებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული "ტელეგრაფი" ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამი პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
ასტანაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ორი ქართველიდან შეჯიბრებას მხოლოდ ერთი შემორჩა. ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა შავდათუაშვილისთვის, ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის საწყისი ეტაპის მსგავსად, ფრანგი პიერ დუპრა ამჯერადაც გადაულახავი ბარიერი გამოდგა.
თუ საქართველო ხელს არ მოაწერს ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით შეთანხმებას, მაშინ ცხინვალი თბილისთან კავშირების აღდგენას არ შეეცდება. ამის შესახებ ე..წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა რადიო "კომსომოლსკაია პრავდას"-თან ინტერვიუში განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.