მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ძიუდოში გუნდურ პირველობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 30 აგვისტოს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გერმანიას დაუპირისპირდა.

სრულად...

ბათუმის დელფინარიუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. უწყებაში არ აკონკრეტებენ, თუ ვინ შეიჭრნენ დელფინარიუმში, რომლებმაც დელფინების გათავისუფლება მოითხოვეს.

სრულად...

თბილისში, შარდენის ქუჩაზე “ტერასა 360″-ში ლიფტი მოწყდა. ინციდენტის დროს კაბინაში 4 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

სრულად...

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების შეჩერების გადაწყვეტილებას დეპუტატი შალვა შავგულიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე ეხმაურება. "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ამბობს, რომ "სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით დღეს უფრო მძიმე ვითარება იქმნება ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ეს იყო 2007 წელს".

სრულად...

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ზურაბ გამეზარდაშვილის განცხადებამ იმის შესახებ რომ ლევან გვაზავა არის წესიერი კაცი და მასზე მუქარა არ შეიძლებოდა ყოფილიყო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლუკა კურტანიძის გაღიზიანება გამოიწვია.

სრულად...

ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადი ოფიციალურად გააკეთა. კობიაშვილის განცხადებით, ის ორშაბათიდან დაიწყებს შეხვედრებს კლუბების ხელმძღვანელებთან და რეგიონული ფედერაციების და ასოციაციების წარმომადგენლებთან.

სრულად...

,,ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება რომელიც გააფორმა ტელეკომპანია იმედმა”, – ასე შეაფასა ,,პრაიმტაიმთან” საუბრისას ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების ,,რეაქციისა და ,,იმედის კვირის” დახურვის ფაქტები.

სრულად...

ტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ - შოუებს.

სრულად...

2015 წლის 28 აგვისტოს საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით და შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

სრულად...

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ლევან გვაზავას ახლობლები თავდასხმის ვერსიას გამორიცხავენ და თვითმკვლელობის მცდელობაზე საუბრობენ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი