საბერძნეთი ახალი წინადადებების დეტალებს ევროკავშირს მომდევნო 2-3 დღეში წარუდგენს. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აშშ-ის სენატორმა ჯონ მაკკეინმა ქართველ სამხედროებს ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. სენატორი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩავიდა.
გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის ინფორმაციით, ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრი, როგორც ვაზიანის, ისე კრწანისის ეროვნულ ცენტრს მოიცავს. წინასწარი ინფორმაციით, ცენტრის გახსნა, სავარაუდოდ საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის ფარგლებში მოხდება, რომელიც ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2015 -ის დახურვის ცერემონიალზე ჩამოდის.
გასულ კვირას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა, საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, სახელწოდებით – „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში: სამომავლო განვითარების გზები”.
შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, გადაზიდვის და გასაღების ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ი.მ. ზურაბ კახიძე და შპს "პილარ დეველოპმენტის" დირექტორი რომან გაბისიანი.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 110-ე კილომეტრზე ჩამოსულია მიწა, კლდის შვავი, რის გამოც ჩაკეტილია გზის სავალი ნაწილი.
სასჯელაღსრულების სამინისტრო გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, სერგეი ნარიშკინის მიწვევით მოსკოვში მიემგზავრება.
ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამუშაოების 90 პროცენტი შესრულებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კახა კალაძემ განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.