The Washington Post -ის 3 ივლისის ონლაინ გამოცემა მაიკლ ბირნბაუმის წერილს აქვეყნებს, სათაურით, დასავლეთისაგან ხელნაკრავი ქართველები, წარსული უთანხმოების მიუხედავად, რუსეთისკენ იხედებიან.
ესპანეთის პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად 35 ადამიანია დაკავებული, რომლებიც ე.წ. „ქართული მაფიის“ წევრები არიან. პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ორგანიზაცია, ძირითადად, მადრიდის და ვალენსიის ტერიტორიაზე ეწეოდა უკანონო საქმიანობას, თუმცა მისი „წარმომადგენლობები“ მთელი ესპანეთის ტერიტორიაზე არსებობდა.
ჩვენმა ხელისუფლებამ პატიმრებს თუ რამე დაუბრუნა, ეს არის პირველ რიგში ღირსება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "უსაფრთხოების შესახებ კანონში" შესატან ცვლილებებზე ჯურნალისტებთან კომენტარს აკეთებს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ 2015 წლის 2 ივლისს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან კოლექტიურად გამოძევებული ქართველების დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი წარადგინა და კომპენსაცია მოითხოვა.
"სააკაშვილს ჰყავდა 20 კაცი - ისინი აკეთებდნენ ფულს, ატერორებდნენ ხალხს და მათზე არავითარი კანონი არ ვრცელდებოდა. მე მაგას ვლაპარაკობდი წლების განმავლობაში. საწყალ ადამიანს რომ დაიჭერდნენ ქრთამზე, 12-15 წელს აძლევდნენ და ვინც მილიონებს იპარავდა, სხვას ართმევდა - იმათ არაფერი.
დედაქალაქის ხელისუფლებამ მოსახლეობასთან შეთანხმებით სტიქიის ზარალის ანაზღაურების ორი ვარიანტი შეიმუშავა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის საკრებულოში საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ განუცხადა.
თბილისში, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის განსახლების პროცესი მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა დასრულდეს, - პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წევრები ყურადღებით აკვირდებიან.
საქართველო ყველაფერს აკეთებს უპირველეს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის თანახმად, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობას აქვს ადგილი. ვიდეოგადაღება ერთ-ერთმა ბრალდებულმა მაჯის საათში ჩამონტაჟებული კამერით შეძლო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.