უეფა-ს სუპერთასის ბილეთები 12 ივლისს 09:00 საათიდან მიხეილ მესხის სტადიონზე გაიყიდება, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ დღეს განაცხადა.
აუცილებელია, სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება გაგრძელდეს და ჩვენ ამ გზაზე აბსოლუტურად შეუპოვარი ვიქნებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, ლევან მურუსიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
თბილისის მერს დავით ნარმანიას მიაჩნია, რომ მარჯვენასაჭიან ავტომანქანებთან დაკავშირებით კონსულტაციები აუცილებლად უნდა გაიმართოს და სახელმწიფო დონეზე მისაღები გადაწყვეტილებაა.
მომავალი წლის განმავლობაში მხოლოდ პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 5 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
ლარის დევალვაციამ ენერგეტიკის დარგს ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა.
ჩვენ მეწარმეებს ვაძლევთ ქარხანას თუ მიწას სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. ამას გარდა სახელმწიფო გასცემს გარანტიას ბანკებისთვის 50%-ის ოდენობით. ასეთი პირობები თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არ არის ევროპაში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში", "აწარმოე საქართველოში" ერთი წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რა გვიდგას წინ თუნდაც იმისთვის, რომ ქვეყანაში არ არის ასანთის წარმოება. რა გვიდგას წინ, რომ ქვეყანა, რომელიც მილიონობით ბოთლ წყალს აწარმოებს, ბოთლი შემოგვაქვს სხვა სახელმწიფოებიდან, - ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში", "აწარმოე საქართველოში" ერთი წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” პროგრამა – “აწარმოე საქართველოში” ერთი წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოკლედ მიმოიხილა, საიდან დაიწყო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში და განაცხადა, რომ სადღეისოდ, 130-ზე მეტი საწარმოა დაფინანსებული და 600-ზე მეტი საწარმოა გადაირაღებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“ რაც შეიძლება მეტ ადამიანი ჩაერთოს და მეტი ადამიანი დასაქმდეს.
უეფა-ს 2015 წლის სუპერთასის მატჩის გამართვასთან დაკავშირებით კანონით აკრძალულია უეფა-ს ლოგოს უნებართვო გამოყენება, პროდუქციაზე დატანა და გაყიდვა, უნებართვოდ მატჩის საჯარო ჩვენება, მატჩის ბილეთების გადაყიდვა ან გათამაშება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "საქპატენტის" თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.