შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი მ. ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით, ხოლო 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ქ. პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაწყვეტილებით, თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს საპატიო აკადემიკოსის წოდება მიენიჭა.
საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზ ალ საუდმა თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 300 000 აშშ დოლარი გამოყო.
საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, მის შემცვლელს საელჩოში შესანიშნავი პროფესიონალების გუნდი დახვდება.
ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე ამერიკის მხარდაჭერა ფასდაუდებელია,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გამართულ მიღებაზე განაცხადა.
აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლის დაწყებიდან 22 წელი გავიდა. დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ ტამიშის ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლები გმირთა მემორიალთან გაიხსენეს.
1 ივლისიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი "სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ", რომლის მიზანია მომხმარებლის ინფორმირება სურსათში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების არსებობის შესახებ.
ჩვენი გეგმაა კასპიისა და შავი ზღვის რეგიონების გაერთიანება და სამხრეთ კავკასიის კორიდორის ჩამოყალიბება, რომ გვქონდეს წვდომა ევროპულ ბაზარზე აღნიშნული დერეფნის მეშვეობით, - ამის შესახებ თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა განაცხადა.
23 წელი გავიდა აფხაზეთში, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან. ამასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.