კიევში ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი ოლეს ბუზინა მოკლეს. “უნიანის” ცნობით, პოლიციამ მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა. თავდამსხმელის ვინაობა უცნობია.
დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2 პროცენტამდე შესამცირებელია, თუმცა ბიუჯეტის პარამეტრების კორექტირება ალბათ მეორე კვარტლის ბოლოს უფრო უპრიანი იქნებოდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ნონეშვილის ქუჩაზე, წუხელ 7 ავტომობილი გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.
საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირება ხელისუფლებისთვის კრახი იქნება და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა ჰქონდეთ.
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რანთიგ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე იუსტიციის ყოფილ მინისტრზე საერთაშორისო ძებნის შეჩერებას ხელისუფლების უპასუხისმგებლობას აბრალებს და არც იმას გამორიცხავს, რომ ,,ქართულ ოცნებასა“ და ,,ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გარიგება შემდგარიყო.
შს მინისტრი ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 16 და 18 წლის სკოლის მოსწავლეები თურქეთში, საიდანაც სირიაში გადავიდნენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრნენ.
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტად რიგაში იმყოფება. გიორგი მარგველაშვილის პატივსაცემად ანდრის ბერზინშის დროებით რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ჩვენ ამ ეტაპზე არ ვიცით, რომელმა ქვეყანამ მიანიჭა თავშესაფარი ზურაბ ადეიშვილს და დაიცვა ის ადამიანი, რომელსაც სავარაუდოდ, ძალიან ბევრი ცუდი აქვს საქართველოში გაკეთებული , – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიცის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, ირაკლი ალასანია გენერალ კალანდაძის პროკურატურაში წაყვანის დეტალებს იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინდელი გადაწყვეტილება არასწორი იყო. ირაკლი ალასანია გიგი კალანდაძეს მატყუარას უწოდებს და ამბობს, რომ მისი განცხადება თითქოს მას ჩვენების მიცემას სთხოვდა ტყუილი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.