"ქართული ოცნება" ლამის მართლა ჯოხებით გამოსაყრელია ხელისუფლებიდან იმის გამო, რომ თავისი უსუსურობისა და უუნარობის გამო "ნაციონალური მოძრაობა" გააცოცხლა და გააბედინა იმდენი, რამდენსაც ეს პარტია ბედავს, ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "პალიტრა TV"-ის გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.
სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. განცხადება მედიას ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის დეკანოზმა, ბიძინა გუნიამ გააცნო.
საქართველოს ექსპრეზიდენტისა და უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო რეფორმათა თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მან იცოდა, რომ 2012 წელს საქართველოში არჩევნებს წააგებდა და ეს გარდაუვალი იყო.
ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" არ ეჩქარება, მაგრამ მოსახლეობა არათუ 2030 წლამდე, 2017 წლამდეც ვერ მოიცდის, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე " გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარალემენტის სხდომა დღეს, ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. მისი თქმით, მიმდინარე კვირაში, ქუთაისის პარლამენტში სესია საერთოდ აღარ გაიმართება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სერ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა.
“ჯი-ემ-თი ჯგუფსა” და “მარიოტს” შორის ხელი მოეწერა სასტუმრო “მოქსის” მართვის ხელშეკრულებას, რომელიც თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე ახალი პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.
"თევზი ყროლდება და ივანიშვილის თაოსნობით მას თავი უკვე აუყროლდა, სანამ ტანიც აუყროლდება უნდა ჩამოვაშოროთ ქვეყანას. თქვენც ნუ ჩაყვებით ამ ჭილობით", - მიმართა 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულმა გიგი უგულავამ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წინასასამართლო სხდომის დატოვებამდე მოსამართლე გერმანე დადეშქელიანს.
კიდევ ელის რამდენიმე კრუნჩხვა ამ ხელისუფლებას, თუმცა ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ პროვინციელ, გაუნათლებელ, ტლუ ადამიანს ქვეყანა ეწირება. გაჩერებულია ეკონომიკა და ერთ მატყუარა ცუღლუტს შეეწირა ქვეყანა", - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, შპს „ვესტა“- ს დამფუძნებელი და დირექტორი ალექსანდრე მანელაშვილი და მისი თანამზრახველი, გოჩა ვაშკლევიჩი დააკავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.