საქართველოში უკრაინის ელჩის, ვასილ ციბენკოს განცხადებით, უკრაინას როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს სრული უფლება აქვს იმოქმედოს თავისი ეროვნული ინტერესებით და შესაბამისი გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს.
რამაზ საყვარელიძეს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მან და ამ აზრის გამზიარებელმა სხვა ექსპერტებმა მას ხოტბა უნდა შეასხან.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე არ ეთანხმება ბიძინა ივანიშვილის ბრალდებას, რომ სავიზო რეჟიმის გამკაცრებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღების გამო პასუხისმგებლობა საგარეო უწყებას ეკისრება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტი გადაიდო, თუმცა ძალაში რჩება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, უკრაინაში სააკაშვილისა და მისი გუნდის წევრების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნებმა "შეიძლება რაღაც შეცვალოს, გადაიწიოს ვადები, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს მიზეზი იმის, რომ ჩვენ გეგმები შევცვალოთ".
პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიზნებზე საუბრობს და ამბობს, სააკაშვილის და „ნაცნიონალური მოძრაობის“ მიზანი უკრაინაში "ძალიან დიდი ფულის" შოვნა და საქართველოში უკრაინული „მაიდნის“ სცენარის გადმოტანაა.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ნეპოტიზმთან დაკავშირებით კითხვები ღარიბაშვილთანაც იყო, მაგრამ ჯანყარაშვილის თემა უკვე ამოწურულია და მიაჩნია, რომ ღარიბაშვილის სახით ღირსეული "მემკვიდრე" დატოვა.
"თავად "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ჩამოაყალიბეს "ნაციონალური ოცნება" და ისინი თანამშრომლობენ ნაციონალების ძველ წარმომადგენლებთან - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ბიძინა ივანიშვილის "კვირის პალიტრისთვის” მიცემული ინტერვიუს იმ ნაწილის საპასუხოდ, სადაც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ალასანიას გამოსვლები ძალიან ჰგავს გიგა ბოკერიას გამოსვლებს.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ალასანიას გუნდი და "რესპუბლიკელები" ე.წ. კაბელების საქმეში თანამოაზრეებად მოიხსენია და განაცხადა, რომ "რესპუბლიკელები" "ვერ მალავენ და ალასანიას უჭერენ მხარს". ივანიშვილს აინტერესებს, რატომ არ ითხოვენ ალასანიას გუნდის წევრები ე.წ. კაბელების საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნას.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები.
რუისი–აგარის 19 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მონაკვეთის მოდერნიზაცია–რეკონსტრუქციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. უკვე აშენდა 3 ხიდი და 4 გზაგამტარი, 36 რკინაბეტონის წყალგამტარი მილი და 6 მიწისქვეშა გასასვლელი. ამ ეტაპზე გზის მიმდებარედ მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები და ქვაყრილების მოწყობა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.