საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. 1 135-გვერდიან დოკუმენტს ხელი მოაწერეს - საქართველოს მხრიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა; ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რომპეიმ.

სრულად...

დარწმუნებული ვარ, შორს არ არის ის დღე, როდესაც საქართველო გახდება ევროპის ერთიანი ოჯახის - ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა.

სრულად...

ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო, გილოცავთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და მოგესალმებით ევროპულ ოჯახში, - ქართულად წარმოთქმული ამ სიტყვებით დაასრულა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ქართველი ხალხისადმი საგანგებოდ გავრცელებული მისი ვიდეომიმართვა.

სრულად...

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საკითხს ბათუმში, თავდაცვის და უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას შეეხო. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იფიქროს იმაზე თუ როგორ შეავსოს "ის წყვეტა, რომელიც არსებობს საფრთხის აღქმის თვალსაზრისით ძველსა და ახალ ევროპას შორის."

სრულად...

ევროკავშირთან ასოცირებაზე ხელის მოწერა ძალიან მნიშვნელოვანი და საზეიმო მოვლენაა საქართველოსთვის, მაგრამ, ამასთანავე ვფიქრობ იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ ფაქტს რუსეთის მხრიდან, როცა მასთან არაერთი მოუგვარებელი პრობლემა გვაქვს, ეს მაშფოთებს და საზეიმო განწყობილებას გარკვეულ ჩრდილს აყენებს

სრულად...

პრემიებთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებით თითქოს დაარეგულირეს პრემიების საკითხი, მაგრამ ამ დადგენილებაში არაფერი არ არის ნათქვამი დანამატებზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა.

სრულად...

პრემიების გაცემის წესის შესახებ დადგენილება ტექნიკური შენიშვნებით არის მირებული, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძემ განუცხადა.

სრულად...

მთავრობამ საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი მიიღო. შესაბამისი დადგენილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს. საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს უფროსის ეკა ქარდავას განცხადებით, დადგენილების მიღება აუცილებელი გახდა იმიტომ, რომ კანონში არაერთგვაროვნად იყო ასახული აღნიშნული საკითხი და პრემიერ-მინისტრმა ჩათვალა საჭიროდ, რომ იგი დარეგულირებულიყო.

სრულად...

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას რუსეთი ხელს არ შეუშლის. ამის შესახებ განცხადება მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

სრულად...

საჯარო სამსახურში პრემიების გაცემის წესი ერთხელ და სამუდამოდ მოექცევა სამართლებრივ ჩარჩოებში და გამორიცხული იქნება თვითნებობა ნებისმიერი თანამდებობის პირის მხრიდან , - ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნინო კობახიძისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის, ეკატერინე ქარდავას ერთობლივ ბრიფინგზე ითქვა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი