უელსის სამიტზე არ იქნება საუბარი MAP-ზე, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, სამიტზე შეთავაზებული იქნება პაკეტი, რომელიც შემუშავდება საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.
თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი, ყველანაირ საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოს მოკლებულია.
რუსეთის გამოკითხული მოსახლეობის 66 % ვლადიმერ პუტინს 2018 წლის შემდეგ პრეზიდენტის თანამდებობაზე კვლავ იხილავდა. საპირისპირო პოზიციას კი, 14 % აფიქსირებს. აღნიშნულ მონაცემებს სააგენტო "ინტერფაქსი" ფონდ "საზოგადოებრივ აზრზე" დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, მედიას სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო სტრუქტურების მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე მოიპოვა სრულიად დამაჯერებელი გამარჯვება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "ტელეიმედის" ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი იმედოვნებს, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ნატო-ს უელსის სამიტზე დაფასდება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სამშენებლო კომპანა შპს ,,იბერია სითი"-ს დირექტორი გიორგი გოგიბერიძე დააკავეს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარის ბიბილოვის განცხადებას იმის შესახებ, რომ რეფერენდუმს ჩაატარებენ და მის შედეგებზე დაყრდნობით რუსეთის ფედერაციაში შესვლას მოითხოვს ოსური მოსახლება, ამას, საქართველოს ხელისუფლებამ "ნი ვიჟუ" ("სირაქლემა") პოლიტიკა არ უნდა დაუპირისპიროს!
საკონსტიტუციო სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენაზე დადგენილი მორატორიუმი გააუქმა.
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, საგადასახადო შემოსავლების მობილიზების კუთხით, ბიუჯეტში პრობლემა არ არსებობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.