საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განმარტებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოსთვის ისტორიული მოვლენაა, რომლითაც ქვეყნის ევროპული არჩევანი საბოლოოდ განმტკიცდება.
კოალიცია "ქართულ ოცნების" პრესსპიკერის გიორგი გეგეჭკორის განცხადებით, სამწუხაროა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შავი ფულით და უკანონო მეთოდებით ბრძოლას არ იშლის და საკუთარი მიზნების მიღწევას არალეგალური გზებით ცდილობს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, რომ აზერბაიჯანის საბაჟოზე მათი დაყოვნების მიზეზი რეისზე დაგვიანება გახდა, რაც მისმა პერსონალურმა ჩხრეკამ გამოიწვია.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულებრივი სქემა გაშიფრეს, რის შედეგადაც თბილისსა და ზესტაფონში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით 10 პირი დააკავეს.
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას, განაცხადა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგორი კარასინის საპასუხოდ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი "რია ნოვოსტისთან" საუბარში ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის პირველი ნაბიჯი ქართულმა მხარემ უნდა გადადგას.
ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო მასმედიის წარმომადგენლებთან საუბარში საკრებულოს წევრთა პრემიების საკითხს გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ არსებობს მყარი არგუმენტი, თუ "რატომ აიღეს ამდენი" საჯარო მოხელეებმა.
ღარიბაშვილის ადგილზე მე მომინდებოდა ზოგიერთი მინისტრის შეცვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა "მაესტროს 9-იანში" განაცხადა. მისივე განმარტებით, "4-5 მოღალატე მინისტრის თემა" "ჰაერიდან მოტანილი არ არის".
თავდაცვის სამინისტრო ხუთი ერთეული Cy-25ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის გაყიდვას გეგმავს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, საკრებულოს წარმომადგენელთა ბოლო ხელფასის 100% "ბერი ანდრიას ფონდში" მთლიანად გადაირიცხება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.