დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში ხალხს მოტივაცია გაეზრდება და კიდევც ერთხელ დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვინც არ წავიდა არჩევნებზე, ერთია, მაგრამ ბევრიც მივიდა და ყველა გადახაზა!!! ეს კი, ვისი და რისი ბრალია, იქნებ ბრძანოთ ვინმემ?! 12 თვითმმართველი ქალაქიდან (თბილისის ჩათვლით), 9 - ში მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო?! ამის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობა დადგა დღის წესრიგში, რათა გამოვლინდნენ გამარჯვებული კანდიდატები გამგებლების თანამდებობებზე, საკრებულოების დასაკომპლექტებლად, მაჟორიტარებს შორის...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გამგებლის არჩევნებში რეგიონების 74 ოლქიდან ყველაში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ, თუმცა ამ დროისთვის 15-ში არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიას უკვე დათვლილი აქვს თბილისში საარჩევნო უბნების 76,68%, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის მერის ასარჩევად მეორე ტურის ჩატარებაა საჭირო.
ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას განცხადებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თბილისში შესაძლოა მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს, - ამის შესახებ ჟვანიამ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან არჩევნების პირველადი შედეგები წარმოადგინა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველი ოფიციალური მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია 46,48%-ით ლიდერობს.
20.00 საათის მონაცემებით, 2015 წლის 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა 1 485 372 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 43,31%-ია, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობა ცდილობს, საზოგადოებას ზეიმის იმიტაცია შესთავაზოს, თითქოს მათ საზეიმოდ და მისალოცად აქვთ საქმე.
"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას განცხადებით, საქართველოს უმეტეს თვითმმართველ ქალაქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. მისი თქმით, გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტური ჩატარდება დედაქალაქშიც.
საარჩევნო ბლოკ "ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგენლის გიორგი კობახიძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ეგზიტპოლების მონაცემები სამარცხვინო და უტიფარია. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც 20:00 საათის შემდეგ ტელეკომპანიების მეშვეობით გამოცხადდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.