პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატ დავით ნარმანიას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
"ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ენერგეტიკის მინისტრსა და "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელ კახა კალაძეს პასუხობს.
მე ჩემი მომხრეების ხმებს აუცილებლად დავიცავ, – ეს განცხადება "ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატმა ასმათ ტყაბლაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გააკეთა, სადაც "ლეიბორისტულმა პარტიამ" აქცია გამართა.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია დასრულდა. წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, მრევლს ქადაგებით მიმართა და ყოველთა წმინდათა ხსენების დღე მიულოცა.
"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ხმა მთაწმინდის #6 საარჩევნო უბანზე მისცა.
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დისციპლინა მოისუსტებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მარნეულის ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებლის, ექსპრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღევანდელი არჩევნები პრინციპულად გარდამტეხი ვერ იქნება. ივანიშვილის თქმით, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც საქართველოში მისი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ტური საჭირო არ უნდა გახდეს. ამის შესახებ მან დღეს, ვაკის #11 საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
კოალიცია "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისი კოალიცია, ვადამდელი საპარალამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ ბრძოლას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღიდანვე დაიწყებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა სია ფოტოსურათით იქნება წარმოდგენილი. ამომრჩეველთა ერთიანი სიისთვის ფოტოსურათის დამატება საარჩევნო კანონმდებლობაში ერთ-ერთი ბოლო ცვლილებების ფარგლებში გადაწყდა. ეს იქნება სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი, გადაყვანილი ციფრულ ფორმატში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.