ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, მოქმედი მთავრობა არჩევნების მეორე ტურის მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს.
ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოების განცხადებით, საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, 27 ივნისს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ, თვითმმართველობების გაძლიერებისაკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია.
დიდი მოცულობის მიწისა და კლდის ჩამოშლის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე (რიკოთის გვირაბის დასავლეთი მხარე), მთლიანად ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი.
მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს ისტორიული არჩევნები და მადლობა გადავუხადო ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ობიექტური და ღირსეული შეფასების გაკეთებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ცესკო-ს ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, რეგიონებში მერის არჩევა მხოლოდ ოთხმა ქალაქმა – ახალციხემ, ამბროლაურმა ქუთაისმა და ზუგდიდმა შეძლო. ოთხივე ქალაქში მერის თანამდებობას "ქართული ოცნების" კანდიდატები დაიკავებენ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დროისთვის დედაქალაქში 729 უბნიდან 695 უბნის მონაცემები გამოაქვეყნა, რაც 95%-ზე მეტს შეადგენს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისელებსა და კოალიციის ამომრჩევლებს მოუწოდებს, მეორე ტურზე უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინონ. იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ზოგიერთი ადამიანი მომდევნო ტურზე არ გადაყვება ფეხბურთის ყურებას, მივა საარჩევნო ურნასთან და საკუთარ ბედს გადაწყვეტს ისე, როგორც მას საჭიროდ მიაჩნია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს შეხვედრაზე უხმობს. ამის შესახებ გაზეთი ,,ქრონიკა" დღევანდელ ნომერში წერს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისში დამატებით კიდევ რამდენიმე ათეული უბნის მონაცემები დათვალა. როგორც ცესკო-ში გამართულ მორიგ პრესკონფერენციაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის თბილისის 729 უბნიდან 638 უბნის მონაცემები, თითქმის 87 პროცენტია დათვლილი.
კოალიცია "ქართული ოცნების" მარნეულის გამგებლობის კანდიდატის, მერაბ თოფჩიშვილის განცხადებით, მარნეულის მოსახლეობამ არჩევანი არა რელიგიური და ეთნიკური ნიშნით, არამედ გაკეთებული საქმიდან გამომდინარე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.