საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. ლორან ფაბიუსთან და ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან გიორგი მარგველაშვილის საუბარი ნატო-სა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხებს, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და შემდგომი სამოქმედო გეგმის დეტალებს შეეხო.
დათა ახალაიამ პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით საბერძნეთის სამართალდამცველებს მიმართა, - ამის შესახებ ახალაიას ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა პროცედურა ხორციელდება, რომელიც პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნასთან არის დაკავშირებული.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ განუცხადა, რომ საყდრისთან დაკავშირებული პრობლემის შესწავლის მიზნით უცხოელი ექსპერტები საქართველოში დაახლოებით ერთ კვირაში ჩამოვლენ.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის, განცხადებით, რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შესახვედრად მზაობა ორივე მხარემ დაადასტურა. ამის შესახებ აბაშიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მენიუზე, რომლითაც უწყება აზიის განვითარების ბანკის ფორუმის სტუმრების გამასპინძლებას აპირებს, კომენტარი დღეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გააკეთა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მეწარმეობა საშუალო განათლების სისტემაში სავალდებულო საგანი გახდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას მოუწოდა, საყდრისთან დაკავშირებული პრობლემა დაუყოვნებლივ მოაგვაროს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საყდრისის თემაზე დაუსრულებელი სპეკულაციები მისთვის გაუგებარია.
"არავითარი სამთავრობო ცვლილება, გადაადგილება და სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება. სამთავრობო ცვლილებებსა და მინისტრების გადადგომასთან დაკავშირებით ჭორებს 6%-იანი "ნაციონალური მოძრაობა" აგორებს, "- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებული სპეკულაციების კომენტირებისას განაცხადა.
საქართველოს საპატრიარქო თბილისის საკრებულოსა და გამგეობების ხელმძღვანელ პირებს მიმართავს, რომ ეკლესიებისთვის 10 000 ლარის დარიცხვა მხოლოდ საქველმოქმედო ღონისძიებებისთვის მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მექსიკაში, 87 წლის ასაკში გამოჩენილი კოლუმბიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი გაბრიელ გარსია მარკესი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მწერლის ოჯახმა გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.