ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შვიდსაათიანი დაკითხვის შემდეგ უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კითხვები ძირითადად ბუღალტერიას შეეხებოდა, რაზშიც ის ნაკლებადაა კომპეტენტური. უგულავას თქმით, ის "სითი პარკის" საქმეზე დაკითხვას აწი აღარ ელოდება, თუმცა ბრალის წაყენებას არ გამორიცხავს.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში შეასრულებს.
ბანკი "ქართუ" შეიძლება გაიყიდოს,- ამის შესახებ ბანკ "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნოდარ ჯავახიშვილმა გადაცემა "ბიზნეს კურიერთან" საუბარში განაცხადა. ჯავახიშვილის განცხადებით, 9 აპრილს შეხვდა ბანკის დამფუძნებელს, სადაც შეთანხმდნენ, რომ შესაძლოა, საფინანსო ინსტიტუტი გაიყიდოს.
ნატო არ აპირებს უკრაინაში სამხედრო ქმედებების განხორციელებას, თუმცა მან აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ზომები უნდა მიიღოს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბულგარეთში ვიზიტისას განაცხადა.
ივნისის თვეში, ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებს ატარებს და სეპარატისტების გარკვეულ ჯგუფს გადაწყვეტილი აქვს, რომ რეფერენდუმიც გამართონ შემდეგ საკითხზე - ე.წ. სამხრეთ ოსეთის "შეერთება" ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიასთან, - ანუ, "ნებაყოფლობით" შესვლა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში!
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველომ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისთვის შპს "მანი"-ს ხელმძღვანელ პირებს, შალვა კილაძეს, რომელიც გიგი უგულავას სიმამრია, და გიორგი მჭედლიშვილს ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქციებზე 10 აპრილს განვითარებული მოვლენებისას კანონდარღვევის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე პირი დააკავა. შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ უპასუხისმგებლო და ზედაპირული უწოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, დაგლას ფრანცის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ნამდვილად დიდებული ათწლეული გაიარა 2003 წლის შემდეგ,
ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა როლანდ ახალაიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განმარტა, რომ მას ბრალი 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა და მისადმი პროკურატურით დაინტერესება ანაკლიაში მშენებლობებს უკავშირდება
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, საქართველოს პარლამენტის წევრს როლანდ ახალაიას ბრალდება წარუდგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.