საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოჯახთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. მთავრობის მეთაური პარლამენტის შენობის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიასთან ერთად მივიდა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის განცხადებით, ის არ აპირებს იმ დასკვნის გაუქმებას, რომლის საფუძველზეც თბილისის 53-ე საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ რამინაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამ ქვეყანაში ვერავინ შეძლებს რაიმე დესტაბილიზაციის მოწყობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში მოსალოდნელი დესტაბილაზაციის შესახებ შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა გიორგი ჩხეიძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ რამინ ისმაილოვმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დამია გეურარხში გახსნილი ახალი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს და ბოსტნეულის წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმება საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს გახსნას, რომელიც ოფიციალურად დღეიდან შეუდგა მუშაობას, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გადაწყვეტილებით 22-23 აპრილს მოქალაქეები ვიდეოპაემნის მომსახურებით უფასოდ ისარგებლებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილეს, ისრაელის შრომის პარტიის გენერალურ მდივან იეჰილ ხილიკ ბარის შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ოთხ სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის შესახებ განკარგულებებს მოაწერა ხელი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ "რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ამ ქვეყანაში [უკრაინაში] დამატებითი სამხედრო ძალის შეყვანის შესახებ, აშკარად ხელყოფს უკრაინის სუვერენიტეტს და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას."
ღმერთმა უწყის, კაცნი კი ბჭობენ, თუ როგორ წარიმართება რუსეთ-უკრაინის, საქართველოს და მთელი რეგიონის, მეტიც, მსოფლიოს განჭვრეტადი მომავალი... მაგრამ, ამასთან დაკავშირებით ერთ საკითხზე, რომელიც უწინარესად ქართველებს გვეხება, მინდა მოგახსენოთ ჩემი აზრი...
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.