სომხეთის პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ეჩმიაძინში მცხოვრებ რობერტ აბრამიანის ოჯახს ესტუმრა. პროფესიით მუსიკოსი გიორგი მარგველაშვილმა 1987 წელს ქუჩაში შემთხვევით გაიცნო – მაშინ იგი ეჩმიაძინის სამხედრო ნაწილში მსახურობდა.
სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს, გარეგინ მეორეს შეხვდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ 2013 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
თურქმა სამართალდამცველებმა საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ოთხკაციანმა დაჯგუფების წევრებმა 5 თვეში მილიონ 300 ათასი ლირა გაიტაცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
"დამრჩა 2,5 ჰექტარზე გაშენებული ვენახი, სახლი - 90 კვ. მეტრზე და მეტი არაფერი... ერთ ლექციაში ვიღებ უფრო მეტს, ვიდრე პრეზიდენტობისას მთელი თვის განმავლობაში," - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ყირიმში მდგომარეობა უფრო და უფრო რთულდება. რეგიონისკენ მიმავალი გზები შეიარაღებულმა პირებმა გადაკეტეს. რამდენიმე სოფელთან "ბლოკ-პოსტებია" მოწყობილი. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ "ბლოკ-პოსტებზე" რუსული დროშებია აღმართული.
"უკრაინა მე-3 რევოლუციას ვერ გადაიტანს და ვფიქრობ, მე-3 რევოლუცია არც მოხდება", -ამის შესახებ ვიტალი კლიჩკომ კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენთან, მიხეილ სააკაშვილთან და სააკაშვილის კიევის უნივერსიტეტის თანაკურსელებთან გაცნობით შეხვედრაზე განაცხადა, სადაც კლიჩკომ და სააკაშვილმა არაფორმალურ ვითარებაში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აშშ-ში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს წარმატებული უწოდა და განაცხადა,რომ მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე დაიწყოს საუბარი.
"მე რამდენიმე წელი ვიცხოვრე სამშობლოსგან შორს, ევროპაში და ვიცი, რას ნიშნავს თითოეული სიტყვა, რომელიც საქართველოდან შენამდე აღწევს", - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.
ჩვენ ვთავაზობთ აფხაზებსა და ოსებს, იმოგზაურონ ევროპაში ქართული პასპორტებით, უვიზოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.