„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი მისაღები უნდა იყოს მეტ-ნაკლებად ყველა მხარისთვის, თუმცა მასზე დამატებით პარტიის პოლიტსაბჭოს ფორმატში იმსჯელებენ.

სრულად...

დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომ თუ „ქართული ოცნება“ 43 პროცენტს ვერ აიღებს თვითმმართველობის არჩევნებზე, იღებს 2022 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ვალდებულებას, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ და დაამატა, რომ ოპოზიციამ უნდა დაიწყოს მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

სრულად...

ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა, რომ დაიწყოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, - განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

სრულად...

ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შარლ მიშელმა ახალი წინადადება გამოაქვეყნა, რაც მხარეებს გააცნო.

სრულად...

ჩვენი მხრიდან ევროკავშირისა და პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა უკვე დაფიქსირებულია. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მოვუწოდებთ ოპოზიციას, ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაფერზე მაღლა და ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სრულად...

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერები საქართველოში ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.

სრულად...

პარტია „ტრიბუნას“ თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ პარლამენტში კახა კალაძის ლობირებით მოხვედრილი დეპუტატები სავარაუდოდ, ნელ-ნელა გაემიჯნებიან „ქართულ ოცნებას“ და გიორგი გახარიას შეუერთდებიან. ამის შესახებ ჭიჭინაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

სრულად...

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება.

სრულად...

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 437 ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

სრულად...

ქვეყანაში ინფიცირებულთა გაზრდილი მაჩვენებელი სკოლებში არსებულ ვითარებაზეც აისახა, თუმცა მაქსიმალურად დაცული ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი