ავლაბარში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი უკვე დაკავებულია, მძევლები გათავისუფლებულია, - განაცახადა საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან კომენტირებისას.
დღეს ლიბერთი ბანკსა და ნიუ ვიჟენ დაზღვევას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, მისი მეუღლე და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.
„გირჩი - მეტი თავისუფლება“-ს დამფუძნებელი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ყოფილ პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას წარუმატებელ პოლიტიკურ მომავალს უწინასწარმეტყველებს და კითხულობს, „რა უნდა გააკრიტიკოს გახარიამ, თვითონ რასაც აკეთებდა, ის უნდა გააკრიტიკოს?!“
თბილისში, ავლაბარში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და მძევალი აიყვანა.
საქართველოს თავდაცვის ძალებში ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება. აღმოსავლეთ სარდლობის შემდეგ სპეციალური ტექნიკა დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებმა მიიღეს. სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ახალი სატვირთო და სპეციალური ტექნიკის გადაცემის პროცესს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება.
დედაქალაქში ხვალიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი - N321 ამოქმედდება. აღნიშნული ავტობუსი დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით იმოძრავებს და მგზავრებს შემდეგი მარშრუტით მოემსახურება:
გასაგებია, რომ 11 წლის წინ ქალები ვერ საუბრობდნენ ღიად, ჩვენ მსხვერპლს ვერასდროს ვუსაყვედურებთ, დროზე რატომ არ ილაპარაკა. ეს არასდროს სწორი და გამართლებული არ არის, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა და დაამატა, რომ კარგი იქნებოდა თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებდა თეატრს.
თუ „ნამახვანჰესის“ პროექტი არ ითვალისწინებს სახალხო ინტერესს და არ ითვალისწინებს სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესს, ამ შემთხვევაში, როგორც აღნიშნა პრემიერის უშუალო წარმომადგენელმა, რა თქმა უნდა, პროექტი არ განხორციელდება, - განაცხადა „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.