ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით –გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 818 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 295 358-ს.

სრულად...

საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობის განახლებას მიესალმება.

სრულად...

პარტია „ტრიბუნას“ თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დღეს პრაქტიკულად გახლეჩვის პირას არის და მოსალოდნელია, რომ გახარიას საპარლამენტო გუნდს, რომელთაც მმართველი პარტია დატოვეს, პარლამენტში კახა კალაძის მხარდაჭერით მოხვედრილი დეპუტატებიც შეუერთდნენ. ამის შესახებ ჭიჭინაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

სრულად...

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მოადგილესთან, ზურაბ აზარაშვილთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად ადლიაში, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში მიმდინარე და დასრულებულ სარემონტო სამუშაოებს გაეცნო.

სრულად...

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ მიერ კრისტიან დანიელსონის წარმოდგენილი დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დოკუმენტის საბოლოოდ შესათანხმებლად და ხელმოსაწერად აუცილებელია მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის გამართვა კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი აკაკი მინაშვილი „ქართული ოცნების“ სახელით პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ხელმოწერით გამყარების მზადყოფნასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის მხრიდან „კომპრომისებზე წასვლად“ აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ დანიელსონის დოკუმენტზე ხელს არ მოაწერენ, ვიდრე არ მოხდება სრული შეთანხმება „პოლიტიკურ დევნილებთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით“.

სრულად...

დღეს „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შედგენილ დოკუმენტს, რომელიც მისმა პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა წარუდგინა ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერებს. ამ დოკუმენტში ევროკავშირმა არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ბანკის ფილიალზე თავდამსხმელ ახალგაზრდა მამაკაცს შვიდი პირი ჰყავდა მძევლად აყვანილი

სრულად...

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სმენია, რომ „გირჩი” საკანონმდებლო ორგანოში მომავალ კვირას მისვლას გეგმავს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი